შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურებასპეციალისტის მომსახურება, დოკუმენტაცია, მუდმივი მონიტორინგი, ინციდენტებზე რეაგირება და ინსპექციის მხარდაჭერა — ერთ პაკეტში
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და გეგმის შემუშავებაორგანიზაციის საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე მორგებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, სამოქმედო გეგმისა და უსაფრთხოების მართვის ძირითადი პრინციპების შემუშავება.
უსაფრთხოების ინსტრუქციებისა და პროცედურების შემუშავებასამუშაო პროცესების, მოწყობილობებისა და პროფესიული რისკების გათვალისწინებით უსაფრთხოების ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების მომზადება მკაფიო და პრაქტიკული ფორმით.
ჟურნალებისა და აღრიცხვის ფორმების მომზადებაკანონმდებლობითა და ორგანიზაციის შიდა საჭიროებებით გათვალისწინებული ჟურნალების, ჩანაწერების ფორმებისა და შემოწმების დოკუმენტების შემუშავება.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების პროცესების კოორდინაცია, პერიოდული ვიზიტები, კონსულტირება და გამოვლენილი შეუსაბამობების შესრულების კონტროლი.
შრომის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგისამუშაო გარემოსა და მიმდინარე პროცესებზე რეგულარული ზედამხედველობა, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის განახლებაარსებული დოკუმენტაციის პერიოდული გადახედვა და განახლება საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი სამუშაო პროცესებისა და ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად.
ინციდენტებზე რეაგირებასამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის მოკვლევა, გამომწვევი და ძირეული მიზეზების განსაზღვრა და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.
შრომის ინსპექციის პროცესში მხარდაჭერაორგანიზაციის მომზადება ინსპექტირებისთვის, საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება და ინსპექტირების შედეგად გაცემული მითითებების შესრულების პროცესში პროფესიული მხარდაჭერა.
შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვაორგანიზაციის ზომის, საქმიანობისა და რისკების გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნა, შესაბამისი პოლიტიკის, პასუხისმგებლობების, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა.
შრომის უსაფრთხოების აუდიტიორგანიზაციაში არსებული შრომის უსაფრთხოების სისტემის, სამუშაო გარემოსა და დოკუმენტაციის კომპლექსური შეფასება, შეუსაბამობების გამოვლენა და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება.
საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასებასამუშაო ადგილებზე არსებული საფრთხეების გამოვლენა, პროფესიული რისკების შეფასება და რისკების შემცირებისთვის პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა.
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავებაორგანიზაციის საქმიანობაზე მორგებული პოლიტიკის, გეგმების, პროცედურების, ინსტრუქციების, ჟურნალებისა და შემოწმების ფორმების მომზადება.
ობიექტის პერიოდული მონიტორინგიობიექტზე დაგეგმილი ვიზიტების განხორციელება, სამუშაო პროცესების შემოწმება, გამოვლენილი შეუსაბამობების ფოტოფიქსაცია და მათი აღმოფხვრის კონტროლი.
სამუშაო ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მოკვლევაინციდენტის გარემოებების შესწავლა, უშუალო და ძირეული მიზეზების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.
სახანძრო უსაფრთხოების მომსახურებასახანძრო რისკების შეფასება, საევაკუაციო გეგმების შემუშავება, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, სახანძრო ინვენტარის კონტროლი და თანამშრომლების პრაქტიკული სწავლება.
სახანძრო უსაფრთხოების შეფასება და მართვაობიექტზე არსებული სახანძრო საფრთხეების შეფასება, დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენა, პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და სახანძრო უსაფრთხოების მართვის პროცესის ორგანიზება.
საევაკუაციო გეგმებისა და სქემების მომზადებაობიექტის დაგეგმარების გათვალისწინებით საევაკუაციო მარშრუტების განსაზღვრა, ევაკუაციის გეგმებისა და გრაფიკული სქემების შემუშავება და მათი განთავსების რეკომენდაციების მომზადება.
სახანძრო უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავებასახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციების, გეგმების, პასუხისმგებელი პირების ფუნქციების, აღრიცხვის ჟურნალებისა და შემოწმების ფორმების მომზადება.
ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების კონტროლიცეცხლმაქრების, სახანძრო კარადების, დეტექციისა და განგაშის სისტემების მდგომარეობის შემოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საევაკუაციო პრაქტიკული სწავლებაევაკუაციის პროცედურების პრაქტიკული დამუშავება, თანამშრომელთა მოქმედებების შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.
შრომის უსაფრთხოების ტრენინგებითეორიული და პრაქტიკული სწავლება, მორგებული თქვენი საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო გარემოს რისკებზე.
შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარებათანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო რისკებზე მორგებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარება.
პირველადი და პერიოდული ინსტრუქტაჟებითანამშრომლებისთვის სამუშაოს დაწყებამდე პირველადი, ხოლო შემდგომ განსაზღვრული პერიოდულობით განმეორებითი ინსტრუქტაჟების ჩატარება, ცოდნის შეფასება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
თემატური სწავლებაკონკრეტულ საფრთხეებსა და სამუშაო პროცესებზე მორგებული ტრენინგების ჩატარება, მათ შორის: სიმაღლეზე მუშაობა, ელექტროუსაფრთხოება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება, ევაკუაცია და პირველადი დახმარება.
აუდიტი, ინსპექტირება და სამუშაო გარემოს შეფასებადამოუკიდებელი აუდიტი, ინსპექტირება და სამუშაო გარემოს შეფასება — მოქნილი მომსახურება კონკრეტული საჭიროების მიხედვით, სრული პაკეტის გარეშე.
შრომის უსაფრთხოების აუდიტისამუშაო გარემოს, პროცესებისა და დოკუმენტაციის სისტემური შეფასება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის დასადგენად.
შრომის ინსპექციისთვის მომზადებაარსებული დოკუმენტაციისა და ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის წინასწარი შეფასება, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი გამოსწორების პროცესის კოორდინაცია.
სამუშაო გარემოს ფაქტორების გაზომვასამუშაო გარემოში არსებული ფიზიკური ფაქტორების, მათ შორის ხმაურის, განათებისა და მიკროკლიმატის, ინსტრუმენტული გაზომვა, მიღებული შედეგების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
ობიექტის ერთჯერადი ინსპექტირებაობიექტის ადგილზე დათვალიერება, სამუშაო პროცესებისა და არსებული საფრთხეების შეფასება, შეუსაბამობების ფოტოფიქსაცია და პრიორიტეტული რეკომენდაციების წერილობითი ანგარიშის მომზადება.
ციფრული პლატფორმა
ყველაფერი ერთ პლატფორმაზე.
ჩვენს მომსახურებას თან ახლავს HSAI — შრომის უსაფრთხოების ქართული პლატფორმა. დოკუმენტაცია, ვადები, ტრენინგები და ინციდენტები ერთ სივრცეში, ყოველთვის ხელმისაწვდომი.
დოკუმენტაციაკანონით სავალდებულო დოკუმენტების სია და მზა შაბლონები
ვადების კონტროლიგანახლებების ვადები და შეხსენებები ერთ ადგილას
ტრენინგებითანამშრომელთა სწავლებისა და ინსტრუქტაჟების აღრიცხვა
ინციდენტებიშეტყობინება, მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებები
რატომ LIFE POINT?
შრომის უსაფრთხოება, რომელიც თქვენს ბიზნესს იცავს.
ჩვენ ვქმნით თქვენი ორგანიზაციის საქმიანობასა და რეალურ რისკებზე მორგებულ შრომის უსაფრთხოების სისტემას. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა, არამედ უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანად მართვადი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება.
IOSH-ის სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური სპეციალისტები
ორგანიზაციის საქმიანობასა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურება
რისკის დონისა და სამუშაო პროცესების გათვალისწინებით დაგეგმილი ინსპექტირებები
პრაქტიკული რეკომენდაციები და შესრულებაზე ორიენტირებული მიდგომა
ჩვენი მუშაობის პროცესი
01არსებული მდგომარეობის შეფასებავაფასებთ სამუშაო გარემოს, სამუშაო პროცესებსა და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციას; ვადგენთ საფრთხეებს, რისკებსა და არსებულ შეუსაბამობებს.
02ღონისძიებების დაგეგმვაშეფასების შედეგების საფუძველზე ვადგენთ პრიორიტეტულ სამოქმედო გეგმას, განვსაზღვრავთ საჭირო ღონისძიებებს, შესრულების ვადებსა და პასუხისმგებელ პირებს.
03სისტემის დანერგვა და მონიტორინგივამზადებთ საჭირო დოკუმენტაციას, ვნერგავთ შესაბამის პროცედურებს, ვატარებთ კონსულტაციებსა და სწავლებებს და ვაკონტროლებთ განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას.
შედეგი: უსაფრთხო, კანონმდებლობასთან შესაბამისი და ეფექტიანად მართვადი სამუშაო გარემო
აქციეთ უსაფრთხოება თქვენი საქმის ყველაზე მარტივ ნაწილად.